среда, 26 октября 2011 г.





1)      პროექტის სახელწოდებაა.ს.პუშკინი და საქართველო.
2)      პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2წინადადებით: ა.ს.პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა და მისი მოგზაურობა საქათველოში.
3)      პროექტის აქტუალობა:რუსული პოეზიის, ლიტერატურის, კულტურის გაცნობა.
4)      პროექტის მიზნები:ა.ს.პუშკინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის,  მგოსნის საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ მიღებული ცოდნის გამოვლენა, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გამოყენების,  კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,  საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
5)      მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი. მე–11 კლასი.
6)      ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე,  ოქტომბერ–ნოემბერი.
7)      მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 
გაეცნობიან და შეისწავლიან   ა.პუშკინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის ტრაგედიასა და მდიდარ შემოქმედებას. გაეცნობიან მე–19 საუკუნის საქართველოსა და რუსეთის ისტორიას, ქართულ–რუსულ ლიტერატურულ კავშირებს, რუსეთ–საქართველოს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა ურთიერთობებს, გაეცნობიან იმ ფაქტს, რომ ქართულმა სულიერმა კულტურამ,  ქართულმა ლიტერატურამ დიდი გავლენა იქონია მგოსანზე.  გაეცნობიან საქართველოსადმი მიძღვნილ ნაწარმოებებს,  ისწავლიან საკუთარი აზრის, შეხედულებების და დამოკიდებულების გამოხატვას რუსეთ–საქართველოს კულტურულ თავისებურებებზე მსჯელობისას.  მოაწყობენ მხატვრულ–ლიტერატურულ კომპოზიციას.  მოპოვებულ მასალას გამოიყენებენ  საპრეზენტაციოდ.
8)      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, სურათები, ილუსტრაციები, ვიდეო–აუდიო მასალა, ინტერნეტი.
9)      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს პროექტის თემას და მიზნებს, ყოფს კლასს სამუშაო ჯგუფებად.  თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება:
ა) ინტერნეტიდან მოიძიონ ინფორმაცია ა. პუშკინის შესახებ (ბიოგრაფიული ცნობები).   
--     I ჯგუფი
ბ) ა.პუშკინის მოგზაურობა საქართველოში.              --     II ჯგუფი.
გ) ა.პუშკინის ,,მოგზაურობა ერზრუმში“ დან ამოკრიფონ  ინფორმაცია საქართველოს შესახებ (კულტურა, ყოფა–ცხოვრება, ტრადიციები)    --       III  ჯგუფი
დ) მხატვრული კითხვა ( ,,მოგზაურობა ერზრუმში“  , ,,კავკასიელი ტყვე“ ,ლექსები: ,,კავკასია“ ,  ,,მონასტერი ყაზბეგზე“ , ,,საქართველოს მთებზე დევს ღამის ნისლი“)          --         IV ჯგუფი.
ინფორმაციის მოძიების შემდეგ ხდება მოპოვებული მასალის გაფორმება სხვადასხვა სურათებითა და ილუსტრაციებით.
10)  საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ისტორიასთან,   ქართულ  ლიტერატურასთან.
11)  პროექტის განხორციელებისა და შედეგების  შეფასება–პრეზენტაცია.
12)  პროექტის ხელმძღვანელი: შორენა ჯანჯალია.
13)  ხელმძღვანელის ელ/ ფოსტა: sh.janjalia17@gmail.com
14)  პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი. shjanjalia.blogspot.com.